04:44 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 17:20:25, 458 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს რუმინელმა კოლეგამ, ანგელ ტილვარმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამიინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუმინეთის თავდაცვის უწყებაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

„საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები კოლეგებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრულ თანამშრომლობაზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში რუმინეთის ჩართულობაზე. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრების დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics