04:44 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 14:02:58, 550 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - პაპუაშვილის განცხადება „ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკაა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ

შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის „ქართული ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ" მონაცემთა ბაზის შექმნაზე „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.

ბეჟაშვილის განცხადებით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც „მთავარი მოძალადე სახელმწიფოა".

„შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის „ქართული ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ. მაშინ, როდესაც დღეს მთავარი მოძალადე არის სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფოსგან, მმართველი პარტიისგან დაქირავებული ზონდერები და ბანდები დათარეშობენ თბილისის ქუჩებში და ძალადობენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე. ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა ჯერაც არ გამოძიებულა, პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილება არ შეჩერებულა. ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სახლში მიუვარდნენ და ამ ფონზე შალვა პაპუაშვილის კიდევ აქეთ ბრალდებები არის მორიგი მანიპულაცია",- ამბობს ბეჟაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს, 8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „პარტიული სტრუქტურების მეშვეობით იწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics