|
2016-02-12 12:07:09, 776 ნახვა
ეკონომიკა
ბინალი ილდირიმი: იმედი მაქვს, წლის ბოლოს კავკასიაზე გაივლის მატარებელი, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს
თბილისში ბაქო-თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მიმდინარეობასა და 2016 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებს განიხილავენ. საბჭოს სხდომის დაწყებამდე თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ ბინალი ილდირიმსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარისის რკინიგზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მონაკვეთზე დამამთავრებელ სტადიაშია. ბინალი ილდირიმმა იმედი გამოთქვა, რომ სამშენებლო სამუშაოების დარჩენილი ნაწილი მალე დასრულდება და წლის ბოლოს კავკასიაზე ის მატარებელი გაივლის, რომლიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს. „მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ ჩამოვედით ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის საკითხთან დაკავშირებით, რომ განვიხილოთ თუ რა მდგომარეობაშია და რა სტადიაზეა ეს მშენებლობა და როგორ შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დასრულდეს სამუშაოები. საქართველოში ეს არის სამმხრივი ვიზიტი მაგრამ, ორმხრივ სამუშაო ფორმატშიც გამოვიყენე. დილით შევხვდი პრემიერ-მინისტრს, ასევე ჩემს კოლეგას. პრემიერთან შეხვედრა ძალიან სასარგებლო და საინტერესო იყო. ჩვენ აქ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის ძალიან ბევრი საკითხი. აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობებია, თუმცაღა ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ. აპრილის დასაწყისში დაგეგმილია სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა, სადაც პრემიერი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლია ბევრ საინტერესო ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ეს არის ოცნება და ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის. ვთვლით, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. იმედი მაქვს, წლის ბოლოს კავკასიაზე გაივლის ის მატარებელი, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს“, - განაცხადა ილდირიმმა. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს მოიცავს და ფინანსური მხარე სამივეს ეკუთვნის.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)