|
2024-05-07 12:53:56, 461 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - შესაძლოა, პარასკევს, კომიტეტზე მესამე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღონ
პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში უქმე დღეს, 10 მაისს 09:00 საათზე ჩანიშნულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და არ გამორიცხავს, რომ კომიტეტმა აღნიშნულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღოს. როგორც ნაცვლიშვილი წერს, კანონპროექტი დღის წესრიგში მითითებული არ არის, თუმცა სხდომაზე საკითხის დამატება შესაძლებელია. „პარასკევს, უქმე დღეს, 09:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა. რუსული კანონი ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ სხდომაზევე საკითხის დამატება შესაძლებელია და „ოცნებას" ხმები ეყოფა. შესაძლოა, სწორედ პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით - კომიტეტზე. ამის შემდეგ რჩება პლენარული სხდომა (შემდეგ კვირაში), ვეტო და მისი დაძლევა - ჯერ კომიტეტზე, შემდეგ პლენარულზე. 1. ათიათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს. არავინ აპირებს დაღლას და გაჩერებას. არავინ აპირებს საგარეო კურსის ცვლილებასთან შეგუებას. 2. იზრდება საერთაშორისო წნეხი „ოცნებაზე" და ინდივიდუალური სანქციების რისკები 3. იზრდება სისტემის შიგნით უკმაყოფილება და რყევები. ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე ზუსტად ხვდება, რაში მონაწილეობას აიძულებენ აქტიურად თუ პასიური მხარდაჭერით. ხვდება, რა ხიფათია ეს ქვეყნისთვის. იზრდება უკმაყოფილება პარტიის აქტივისტებს შორის. პროპაგანდა არ მუშაობს. გული მწყდება იმ ადამიანებზე, ვინც ამ ისტორიულ მომენტში სხვა როლი ვერ მოძებნა და პროტესტის გაშავებითაა დაკავებული მაშინ, როდესაც ყველაფერი ხელისგულზე დევს“, - აღნიშნულია დეპუტატის განცხადებაში. ცნობისთვის, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 10 მაისს, 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. აღსანიშნავია, რომ 10 მაისი, მთავრობის დადგენილებით, უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)