|
2024-05-01 15:06:59, 458 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი პოლიციის კორდონში შევარდა
არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი შევარდა პოლიციის კორდონში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, „არავის აქვს უფლება, პროვოკაციის გზით შევარდეს პოლიციის კორდონში და აკეთოს მოწოდებები ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებისკენ". „ის, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა ქვეყანაში, ეს არის ევროპულობა და ევროპული ღირებულებები. განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და არ უნდა გვიჭირდეს, რაც არ უნდა მიუღებელი და შესაძლოა, არასწორი იყოს. ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს კანონის ფარგლებში. კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციის კორდონში შევარდნა, რაც გუშინ ვნახეთ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ალეკო ელისაშვილი იყო პირველი, ვინც რამდენიმე დღის წინ, კანცელარიასთან, აქციაზე იკადრა პოლიციის კორდონში შევარდნა და მოწოდებები, რომ მას გაყოლოდნენ. იგივე ვიხილეთ გუშინ ხაბეიშვილის მონაწილეობით. ისმოდა მოწოდებები, რომ მომხდარიყო პარლამენტის ბლოკირება და ვინ აკეთებს ამას? - აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს კონკრეტული პირები მოუწოდებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ. „მე დავინახე, რომ მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, ასევე დავინახე, რომ კონკრეტული პირები მოუწოდებდნენ პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკირებისკენ, დავინახე სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, დავინახე ქვების და ბოთლების სროლა. ეს არ არის ევროპულობა. დავინახე ალეკო ელისაშვილის მიპარვაც მამუკა მდინარაძესთან და თქვენი ტელევიზიები და ის რადიკალები, რომლებიც დღეს ოპოზიციად იწოდება, ტაშს უკრავდა ამას. ეს არის სამარცხვინო. ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩემთვის. მიუღებელია პოლიციელების მიმართ ძალადობა. როდესაც ხარ მშვიდობიანი მოქალაქე, შეგიძლია გააპროტესტო მშვიდობიანად, მაგრამ როდესაც მოუწოდებ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ, ქვების და ბოთლების სროლისკენ, ეს არის მიუღებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, წუხელ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხაბეიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)