|
2024-05-01 12:15:13, 412 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა
სამგორის რაიონში, ე.წ. საქნავთის დასახლებაში, 25-მდე უსახური ავტოფარეხის ადგილზე, რომელიც ჯამში 11 000 კვ. მ ფართობს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე 25-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. მათი ჩართულობით მოხდა ამ ფარეხების დემონტაჟი და აღნიშნულ სივრცეში, რომელიც, დაახლოებით, 11 000 კვადრატული მეტრია, ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სატრენაჟორო და სპორტული მოედნები, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათების ქსელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, ამჟამად კი კალათბურთის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)