17:15 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 14:08:44, 320 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - გუშინ ივანიშვილმა დასავლეთს და ქართველ ხალხს ომი ოფიციალურად გამოუცხადა და საქართველოში დემოკრატია გააუქმა

გუშინ ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, შესაბამისად, ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.

სააკაშვილის განცხადებით, „ერთიანები და უშიშრები უნდა ვიყოთ და ივანიშვილის მხრიდან ზიანიც მინიმალური იქნება".

„საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტის გასანეიტრალებლად მასობრივ რეპრესიებს წინასწარ აანონსებს. მან “ვარდების რევოლუციაზე” პუტინის ნარატივი სიტყვასიტყვით გაიმეორა.

რა უნდა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა?

პირველ რიგში, კარგად გავითვალისწინოთ ბელარუსის 2020 წლისა და მოსკოვის 2012 წლის გამოცდილება. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ენის მოჩლექა რუსულ რეჟიმს ესმის როგორც სისუსტე. საზოგადოებამ რეჟიმისგან საკუთარი თავის დაცვის მექანიზმები უნდა შექმნას.

ძალადობის პროფილაქტიკისთვის უახლოესი კვირები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ბედისთვის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნისთვის.

და ბოლოს, გუშინ ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები არის შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება. ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - უნდა ვიყოთ ერთიანები, უშიშრები და მივაწვეთ ბოლომდე.

რა თქმა უნდა, ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს და ბევრ ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო შეუპოვრები ვიქნებით, მით უფრო მინიმალური იქნება ეს ზიანი და რაც მთავარია, მომავალში მთლიანად განეიტრალდება“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ოპოზიციაზე - ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ
კალაძე - ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და ქვეყნიდან პანღურით გაყრიდა
თბილისში „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან“ დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა
ზურაბიშვილი - ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics