|
2024-04-30 13:22:23, 340 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენი გმირები განასახიერებენ გაუტეხელ საქართველოს, რომელიც არასოდეს დათმობს თავისუფლებას
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეებს ქართული ჯარის დაარსების 33 წლის იუბილე მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების დღე მიულოცა მოქმედ სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირები გაიხსენა. მინისტრმა თანამედროვე თავდაცვის ძალების აღმშენებლობისა და განვითარების პროცესში სამხედროების სხვადასხვა თაობის ღვაწლი, პროფესიონალიზმი და სამშობლოს წინაშე მათი თავდადება ხაზგასმით აღნიშნა: „დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ყველა ვეტერანს, მამაც, ღირსეულ და გაუტეხელ მებრძოლებს. ბევრი ვეტერანი დღესაც აგრძელებს სამშობლოს სამსახურს და ახალგაზრდა თაობას გამოცდილებასა და პროფესიულ ცოდნას გადასცემს. თავდაცვის ძალების დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებმაც, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას ჯანმრთელობა შესწირეს და თავიანთი გაუტეხელობით, ბრძოლისუნარიანობით დღესაც უდიდეს სიამაყეს იწვევენ, ემსახურებიან სამშობლოს და საამაყო გამარჯვებებით გვახარებენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და აღნიშნა, რომ თავისუფლების, გლობალური მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის ბრძოლაში, ჩვენმა ქვეყანამ მძიმე ფასი გადაიხადა: „ქედს ვიხრი თითოეული გმირი სამხედროს წინაშე, რომელმაც საოცარი თავგანწირვა, გმირობა, სამშობლოსა და ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. ჩვენი გმირები განასახიერებენ გაუტეხელ და ბოლომდე მებრძოლ საქართველოს, რომელიც არასოდეს დათმობს თავისუფლებას“. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)