|
2024-04-30 12:43:14, 362 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე
„თქვენს პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე. თქვენი შრომა და ყოველდღიური ძალისხმევა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე. მინისტრმა თავდაცვის ძალების დღე მიულოცა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ყურადღება გაამახვილა ქართული ჯარისადმი საზოგადოების უდიდეს ნდობაზე. „ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო. ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ურყევი მხარდაჭერით სარგებლობს,“ - განაცხადა მან. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ისტორიულად ურყევ ღირებულებებს ემყარება და დღევანდელი თავდაცვის ძალებიც ამაყად აგრძელებს წინაპრების მხედრულ ტრადიციებს. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღე განსაკუთრებით მიულოცა სამხედროებს, რომლებმაც, მისი თქმით, არაერთხელ დაამტკიცეს სიმამაცე ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში. მინისტრმა, ასევე მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს პატრიოტების აღზრდისთვის. მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების 33-ე საიუბილეო ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)