|
2024-04-30 12:12:09, 340 ნახვა
საზოგადოება
„პროფესიები მომავალში“ - „თიბისის“ შეხვედრების ახალი სერია
"პროფესიები მომავალში" "თიბისის" ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ შეხვედრებზე, კონკრეტული სფეროსა და ტექნოლოგიების ექსპერტების მონაწილეობით, ვსაუბრობთ, თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიების განვითარებას არსებულ პროფესიებზე. პირველი შეხვედრა - როგორ ცვლის შემოქმედებით ინდუსტრიას ტექნოლოგიები - კანის ლომების კრეატიული ფესტივალის ახალგაზრდული კონკურსის პანელის მთავარი თემა იყო. როგორ შეიძლება, შეიცვალოს საქმიანობები და პროფესიები და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? მოკლავს თუ არა შემოქმედებითი სფეროს პროფესიებს გენერაციული AI ინსტრუმენტები? ამ თემების ირგვლივ შეხვედრაზე ისაუბრეს: "დიზაინ ინსტიტუტის" დამფუძნებელმა ნინო ეგაძემ, ზაალ გაჩეჩილაძემ - AI Lab დამფუძნებელმა და კოკა ქამუშაძემ Playmakers დამფუძნებელმა. სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. ხშირად ვისმენთ, იმასაც რომ AI სხვადასხვა პროფესიებში ადამიანებს ჩაანაცვლებს. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები პროფესიას არათუ "გვართმევს", არამედ პირიქით, ეს არის შესაძლებლობა ვეძებოთ ახალი ინტერესები და გვქონდეს მრავალფეროვანი კარიერა. "თიბისისთვის" ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, "თიბისი", ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)