09:13 - 10 May, 2026
|
2015-02-12 12:56:36, 1216 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: 0.5 ლიტრიან ლუდზე აქციზი 10 თეთრით გაიზრდება
ნახევარ ლიტრიან ლუდზე აქციზი 20 თეთრის ნაცვლად 10 თეთრით გაიზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "ლუდის კომპანიების წარმომადგენლებთან დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში მე ხშირი კომუნიკაცია მქონდა. შევთანხმდით, რომ ლუდის ნახევარ ლიტრიან ბოთლზე აქციზი ნაცვლად 20 თეთრისა 10 თეთრით გაიზრდება", - აღნიშნა ხადურმა. ამასთან, მინისტრის თქმით, დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ლუდის მოხმარება გაზრდილია. "ამას ბიუჯეტში მათ მიერ გადახდილი გადასახადები ადასტურებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)