|
2024-04-28 20:55:41, 478 ნახვა
პოლიტიკა
ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" "ქართულ ოცნებას" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის გადადებას სთავაზობს. როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხვალ, 29 აპრილს დაგეგმილი მოსმენის გადადება "აუცილებელია პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით". "მივმართავთ "ქართულ ოცნებას", პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას. ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მით უმეტეს როდესაც თვითონ "ქართულ ოცნებას" იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვს კონტრაქცია. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება "ქართულ ოცნებას",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, ხვალ, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოსმენაა დაგეგმილი. ხვალვე, "ქართული ოცნება" რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლის წინ შეკრებას აანონსებს. დედაქალაქში 29 აპრილს კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაც არის ჩანიშნული.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)