|
2024-04-28 18:20:35, 419 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ხვალ, რუსთაველზე ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ადამიანი გამოვა
წარმოუდგენელია, რომ ევროპასთან ევროპულობის, გამჭვირვალობის, ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო შეგვექმნას პრობლემა და ამას საბოლოო ჯამში არც ევროპა დაუშვებს და მითუმეტეს არც ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „იქნება [გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ] პროტესტი, მაგრამ საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. ხვალ, რუსთაველზე ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ადამიანი გამოვა. ერი და ბერი დღეს დგას სიმართლის, გამჭვირვალობის, ქართული იდენტობის, ტრადიციული ღირებულებების, ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, დეოკუპაციის და რეალურ ევროპულ გზაზე და არა იმ მუქარის, რომ თურმე გამჭვირვალობის და ოჯახის ღირებულებების კანონი თუ მივიღეთ, მერე რაღაცები უნდა შეგვიჩერონ და აგვიკრძალონ, რაც არ და ვერ მოხდება. წარმოუდგენელია, რომ ევროპასთან ევროპულობის, გამჭვირვალობის, ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო შეგვექმნას პრობლემა და ამას საბოლოო ჯამში არც ევროპა დაუშვებს და მითუმეტეს, არც ქართველი ხალხი. რომ გვეკითხებიან - ვინ გიჭერს მხარს - საქართველო, ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს და როდესაც ამას ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას კარგად დავანახებთ, მერე ისევ ისე გაგრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაცია, როგორც აქამდე, აქამდე კი ჩვენს ანგარიშზე იყო ყველა შედეგი“, - განაცხადა მდინარაძემ.
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)