|
2024-04-27 18:51:59, 543 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება
საქართველო პოზიციონირებს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი სახელმწიფო. ასე რომ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება, -ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა ADB Insight-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტები, რომელთა მიზანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარება. „ჩქაროსნული მაგისტრალები, სადაც ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ, ასევე რკინიგზა, ახალი პორტები და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურება ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას. ყოველივე ეს არის იმ მრავლობითი ინიციატივის ნაწილი, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორისაა შუა დერეფანი, აბრეშუმის გზა და სხვა ინიციატივები, რომელთა მთავარი მიზანი რეგიონული თანამშრომლობის გაზრდაა. დღეს ქვეყანა დიდ სარგებელს იღებს ამ ტიპის ინიციატივებიდან და ვფიქრობთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს ამ ტიპის პროექტებში. ასე ვიტყოდი: ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის ფლაგმანი საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის კონტექსტში, არის შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელი, რომელიც უკვე ევროკავშირის საინვესტიციო გეგმის ფლაგმანურ პროექტად იქცა. ეს პროექტი შემდეგ მიზანს ემსახურება: გვქონდეს პირდაპირი კავშირი ევროკავშირთან და ეს არის დიდი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რათა განახორციელოს განახლებადი ენერგიის ექსპორტი ევროკავშირში, რადგან თუ თქვენ ნახავთ ელექტროენერგიის გენერაციის კომპონენტებს საქართველოში - 80-ზე მეტი მწვანე და განახლებადია და ძირითადად, ჰიდრო და ქარის ენერგომატარებლებიდან მოდის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. დისკუსია აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა ADB Insight-ის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობენ ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო. დისკუსიას უძღვებოდა ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო. დისკუსია წინ უსწრებდა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას, რომელიც თბილისში 2-5 მაისს იმართება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)