2024-04-27 14:49:33, 258 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სენატორების წერილზე - თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები დახურულ კარს მიღმა უნდა იქნას განხილული
ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილასც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. „მე ბევრჯერ მითქვამს და ჩემი პოზიციაც იცის ყველამ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, ეს არაერთხელ მითქვამს, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ, მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა და კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ალბათ ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ალიკა კუპრავა - გიორგი მუმლაძეს თავს დაესხნენ
საჰაერო განგაშის გამო, კიევში რობერტა მეცოლასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია შეწყდა
გურამ გურამიშვილმა ბულგარულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილა
„ვეღარ ვხედავ ჩემს როლს - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“ - საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|