|
2024-04-26 14:22:48, 426 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და "თიბისის" მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტრაციები და სხვა. ბილეთის შეძენა და პროგრამის გაცნობა შეგიძლიათ ვებგვერდზე - https://adblacksea.com/attend/agenda. "თიბისის" სადებეტო Visa ბარათით ბილეთის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 20% მომენტალურად უკან დაიბრუნდებათ. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ყდა, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა. დიზაინ ფესტივალზე, პანელურ დისკუსიას "თიბისის" დიზაინის და UX მიმართულების ლიდერი - გიგი ჯანელიძე გაუძღვება, რომელიც ისაუბრებს "თიბისი" ჯგუფის გამოცდილებაზე: რა როლს ასრულებს დიზაინი ბიზნესის სტრატეგიის ჭრილში, როგორ შეიძლება დიზაინი იყოს ინოვაციის და ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის საფუძველი. პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან: გივი დაუთაშვილი ("თიბისი დაზღვევა"), ირაკლი სიმონიშვილი ("თიბისი უზბეკეთი/Space int"), ლაკო ჟაჟანიძე (თინეთი), თაკო ლორია ("თიბისი უზბეკეთი/Space Int").
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)