|
2016-02-11 16:41:31, 447 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: დასავლური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და ის ვერ შეიცვლება
„საქართველოს დასავლური კურსი, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს, ქართველი ხალხის არჩევანია. ეს საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება და ვერ შეიცვლება დღეს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარების შეფასებას. მინისტრის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით რეალური ნაბიჯები დღევანდელმა ხელისუფლებამ გადადგა. „არ შეიძლება დასავლურ პოლიტიკად ჩაითვალოს ადამიანების წამება ციხეში, ქუჩაში მათი დახვრეტა, ბიზნესის დატერორება და ა.შ. რეალური დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკა ტარდება დღეს“,-განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის მიერ გამოთქმული შეშფოთება რუსეთის ზეწოლასთან დაკავშირებით, მხოლოდ საქართველოს არ ეხება: „რაც შეეხება აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, მოიაზრება რუსეთის ზეწოლა, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ანუ, შესაბამის მოწოდებას ახლდა მოწოდება, რომელიც მე ასე გავიგე, რომ რაც მალე გაიღება დასავლეთის კარი საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს ზეწოლა ხორციელდება, უკეთესი იქნება ჩვენთვის და ყველასთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს, - ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლეპერმა სენატში განაცხადა. აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახური თავის ოფიციალურ გვერდზე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო საფრთხეებზეა საუბარი. თუმცა, აღნიშნულ დოკუმეტში საქართველოზეცაა საუბარი. „დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას", - აღნიშნულია დოკუმენტში. როგორც კლეპერმა განმარტა, მიზეზად რუსეთის პროპაგანდა და ზეწოლის მოსალოდნელი ზრდა არის. კლეპერის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული პოლიტიკა, პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე, უდაოდ ცვალებადი იქნება. ეკონომიკური ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)