|
2026-06-13 17:43:07, 6391 ნახვა
პოლიტიკა
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა, სოფო ხორგუანმა მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, რათა სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა. მისი თქმით, დღის წესრიგში მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები. ამის შესახებ ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მაისში გაფორმებული ე.წ. "სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება." ხორგუანის განცხადებით, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. "ოცნების ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი დეოკუპაციის პოლიტიკისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ამ ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო. ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მაისში გაფორმებული ე.წ. "სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება" და დაიწყო მისი პრაქტიკული აღსრულება. ამის დადასტურებაა რუსეთის მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კერძოდ, რუსეთმა ცხინვალში გაგზავნა რუსი საკადრო ჩინოსანი მარატ კამბოლოვი, რომელიც ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და ახლა, მედიის ცნობით, იგეგმება მისი დანიშვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის "პრემიერმინისტრად." ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სამხედრო სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან, რაც პირდაპირ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იმდენად მტკიცეა, როგორც არასდროს და ეს, ძირითადად, სტრატეგუიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებასა და გერმანიის ელჩის ლანძღვაში გამოიხატება. სახელმწიფო უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას. საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სწორედ ამიტომ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, პოლიტიკური ძალა "გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი და კომიტეტის წევრი, მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა და დღის წესრიგში მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები; საკითხის შესწავლისას კომიტეტმა უნდა განიხილოს სამართლებრივი, დიპლომატიური და პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენების გზები, მათ შორის, მიმდინარე ანექსიის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა და სხვა სამართლებრივი გამოსავლის მოძიება; რა თქმა უნდა, კომიტეტის სხდომაზე უნდა მოიწვიონ შესაბამისი უწყებებიდან უფლებამოსილი და კომპეტენტური პირები. სახელმწიფო უნდა იყოს ქმედითი, რეალურად უნდა იცავდეს საქართველოს ხალხის ინტერესებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს." - განაცხადა სოფო ხორგუანმა. 13 მაისს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციის კანონი მიიღო. თავად დოკუმენტს პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში 9 მაისს მოაწერეს ხელი.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)