|
2024-04-26 10:11:53, 471 ნახვა
პოლიტიკა
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას - "დღეს ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას, ვიდრე კანონპროექტი არსებობს და ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ყველა დასავლელ პარტნიორს, განიხილონ სანქციების დაწესება. არის თუ არა ეს ინფორმაცია სერიოზული მსჯელობის საგანი კონგრესში, როგორ უნდა მოახდინოთ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ან გვითხრათ, ნამდვილად სერიოზული დისკუსიები გაქვთ კონგრესთან ამ საკითზე? - პატელმა ასე უპასუხა: "არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას რამე კონსულტაციებზე კონგრესში, თუმცა გეტყვით, რომ ამ კანონპროექტზე უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ჩვენ ვხედავთ მსგავს კანონპროექტს კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც ავიწროებენ მედიაორგანიზაციებს, ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია",- თქვა პატელმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)