2024-04-25 14:11:58, 324 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციას - თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენს მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების დაანონსებულ ზეიმზე მოსვლა?
როგორ შეიძლება, დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 29 მაისს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს ეხებოდა. თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს მასზე ნებაყოფლობით დასწრების სრული უფლება ექნებათ. „რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00 საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად, შესაძლებელია, ადამიანები გამოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ არის. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები. მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ. დღეს ქვეყანას, ვიცით, რომ სჭირდება ერთად დგომა, დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ, რა მოწოდებებს. დღეს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, სიმშვიდის შენარჩუნება, შესაბამისად, საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოს, რაც შეიძლება მოდით მეტი, ეს არის მოწოდება. თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოვიდეს? რატომ არ უნდა მოვიდეს?“ - განაცხადა კახა კალაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|