|
2024-04-25 12:22:20, 366 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქ.ოტავაში, კანადის მთავრობისა და ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ორგანიზებით გამართულ მინისტერიალს დაესწრო. მინისტერიალი, რომელიც მთავრობათაშორისი მოლაპარაკების კომიტეტის რიგით მეოთხე სესიის (INC-4) ფარგლებში გაიმართა, მიზნად ისახავდა შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის შემუშავებას პლასტიკის პრევენციაზე, მათ შორის, საზღვაო გარემოში. მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ისეთი ქვეყნების მინისტრებმა და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, გერმანია, შვედეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა. მინისტერიალს ესწრებოდა ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი მაროს შეფჩოვიჩი. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყანა, ნარჩენების მდგრადი მართვის, მათ შორის, პლასტიკით დაბინძურების პრევენციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. „ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გარემოსდაცვით კრიზისთან გასამკლავებლად, როგორიცაა პლასტიკით დაბინძურება, აუცილებელია ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოება, რათა დროულად დასრულდეს მუშაობა სამართლებრივი ინსტრუმენტის საბოლოო ტექსტზე. შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება პრიორიტეტი მიენიჭოს პლასტიკის ნარჩენების შემცირებას ისეთი ზომების გატარებით, როგორიც არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, პროდუქტის დიზაინისა და პლასტიკის მდგრადი ალტერნატივების წახალისება. ამავდროულად, აუცილებელი იქნება სათანადო რესურსების მობილიზება და ადეკვატურ ფინანსებთან წვდომისთვის დროული, ხელმისაწვდომი და სათანადო მექანიზმების არსებობა, მათ შორის, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის შემუშავება გამომდინარეობს გაეროს გარემოსდაცვის ასამბლეის რეზოლუციიდან პლასტიკით გამოწვეულ გარემოს დაბინძურების აღმოფხვრასთან დაკავშირებით (UNEA 5.2), რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი და თანასპონსორი ქვეყანაა საქართველო. პლასტიკით დაბინძურების დასასრულებლად, საქართველო ასევე მიუერთდა ნორვეგიის და რუანდის მიერ ინიცირებულ მაღალ ამბიციურ კოალიციას (HAC). ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)