|
2024-04-24 16:06:01, 383 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - Routes Europe 2024-ზე ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი დიდია
დანიის ქალაქ ორჰუსში მიმდინარე საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 დასასრულს უახლოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის ხელმძღვანელობით, ფორუმის ფარგლებში, პარტნიორ აეროპორტებთან და ავიაკომპანიებთან 3 დღის განმავლობაში 30 მდე შეხვედრა გამართა. ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ევროპულ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან, რომლებთანაც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის დაკავშირება მნიშვნელოვანია. ,,აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო დავუკავშიროთ ევროპის მეტ დედაქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრიუსელი, პარიზი, რომი, ბერლინის და სხვა ევროპული დედაქალაქების მიმართულებები, ჩვენი ახალი სტრატეგიის თანახმად, ვცილობთ, რომ საქართველო და კონკრეტულად, თბილისი დავაკავშიროთ, რაც შეიძლება მეტ დედაქალაქს. რათა მგზავრებმა მეტი პირდაპირი ფრენით ისარგებლონ. ფორუმი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დიდი ინტერესი იყო ჩვენს მიერ დაანონსებული ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ. ყველა ძირითადმა მოთამაშემ იცის ამ პროექტის შესახებ და მათგან ინტერესი ჩანდა. ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება როგორც არქიტექტორებთან, სამშენებლო კომპანიებთან, ისე ოპერატორებთან. ეს მზარდი ინტერესი ნიშნავს, რომ მთავრობამ ახალი აეროპორტის მშენებლობის დაანონსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ძირითადი შეხვედრები გაიმართა საქართველოს საავიაციო ბაზრით ბრიტანული ავიაკომპანიების დაინტერესების მიზნით და ძირითადი საუბარი შეეხო იმ თავისუფალი ბაზრების ათვისებას, საიდანაც ჯერჯერობით საქართველოში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება. ასევე, შეხვედრები გაიმართა გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ავიაკომპანიებთან და აეროპორტების წარმომადგენლებთან, რომ მათი არსებობა საქართველოს ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)