|
2016-02-11 15:20:51, 717 ნახვა
სამართალი
ანა ნაცვლიშვილი: რჩება შთაბეჭდილება, რომ არის მცდელობა, სასამართლლოდან კრიტიკული აზრი განდევნონ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის - საია-ს თავჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქალო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადებები, სისტემაში არსებული პრობლემების მხილებას ემსახურებოდა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ის ამაში დისციპლინარულ გადაცდომას ვერ ხედავს, მაგრამ დიანტერესდებოდა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო საბოლოოდ. „ვფქრობ, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურებოდა, სისტემაში არსებული პრობლემების მხილებასა და მასზე საჯარო დისკუსიის წარმართვას. მე ამაში დისციპლინარულ გადაცდომას ვერ ვხედავ, მაგრამ დავინტერესდებოდი თუ როგორ დაასაბუთებს საბჭო ამ გადაწყვეტილებას, მიღების შემთხვევაში; შემდეგ უკვე თუ საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, სადისციპლინო კოლეგიალობამ და პალატამ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს. დღეის მდგომარეობით, ნამდვილად რჩება შთაბეჭდილება, რომ არის მცდელობა, სასამართლლოდან კრიტიკული აზრი განდევნონ და სხვა მოსამართლე გააფრთხილონ, ვინც შეიძლება ასევე ფიქრობდეს, რათა მანკიერ სისტემას საჯაროდ გაემიჯნოს. მინდა მივმართი ყველა მოსამართლეს საქართველოში, ნუ დაექვემდარებიან საბჭოს მხრიდან ამ ზეწოლებს. მთელი სამოქალაქო სექტორი იმ მოსამართლეების გვერდით დადგება, ვინც გადაწყვეტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ გადადგან“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ამასთან, მისივე განცხადებით, საბჭო წლების განმავლობაში დისციპლინარული სამართალწარმოების სისტემას იყენებდა. ერთის მხრივ ურჩი მოსამართლეების დასასჯელად და მეორეს მხრივ მისთვის სანდო მოსამართლეების ხელის დასაფარებლად. ნაცვლიშვილს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა ეს მანკიერი პრაქტიკა ისევ გრძელდებოდეს. „ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა დისციპლინარული სამართალწარმოების სისტემის გამოყენებით, სასამართლოში განსხვავებული კრიტიკული აზრის საჯაროდ განმცხადებელი მოსამართლე გააჩუმონ, მაგრამ მეორეს მხრივ საბჭო არაფერს არ აკეთებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლეები მაგალითად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სახელით აღნიშნულ განცხადებაში პირდაპირ არღვევენ სამოსამართლო ეთიკას. ეს არის შერჩევითი მიდგომა, როგორც მინიმუმ და არა სამართლიანი. ჩვენ ეს ინიციატივა, საკუთარ თავზე ავიღეთ, რომ დისციპლინარული საჩივრით მიგვემართა. ეს საჩივარი, რომელიც კოალიციამ შეიტანა საბჭოსთვის ტესტი იქნება, რამდენად ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანია ის, მოსამართლეთა მიმართ“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)