22:11 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 12:07:10, 346 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების და ინდუსტრიული სამშენებლო მასალების საქართველოში პირველი მწარმოებელი კომპანია პანექსი 2015 წელს დაარსდა და მალე დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე. 2022 წელს, კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი და განახლდა წარმოების ხაზი, რამაც საწარმო წარმატების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

პანექსი აწარმოებს კედლის და სახურავის სენდვიჩ პანელებს, აქსესუარებს და მაცივრის კარებს. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის. პროდუქცია გამოირჩევა საუკეთესო თბოიზოლაციით, კონსტრუქციის სიმარტივით და მრავალწლიანი გარანტიით.

ბაზისბანკსა და პანექსს შორის პარტნიორობის ფარგლებში, საწარმო უახლესი და თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღიჭურვა, რამაც სენდვიჩ პანელების ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა და ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანა.

„გასულ წელს, რეგიონის მასშტაბით, ასობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სენდვიჩ პანელების წარმოება 70%-ით გავზარდეთ და, დარწმუნებული ვარ, სამომავლო ამბიციური გეგმების განხორციელებას კვლავ ბაზისბანკის მხარდაჭერით შევძლებთ, რომელიც მუდმივად ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას და წინსვლას.

ჩვენი მიზანია, პროდუქციის მაღალი ხარისხით და მიწოდების უწყვეტობით განვვითარდეთ ადგილობრივ ბაზარზე, ვიზრუნოთ იმპორტის ჩანაცვლებაზე და გავზარდოთ პროდუქციის ექსპორტი“, - აცხადებს გიორგი ლევიძე, პანექსის აღმასრულებელი დირექტორი.

 „ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, ყოველთვის მზად არის ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ქართული ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით და კომპანია პანექსთან წარმატებული პარტნიორობით გაფართოების კიდევ მეტი შესაძლებლობა ექნება ბიზნესს. გვეამაყება, რომ პანექსთან ერთად კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბიზნესის განხორციელების თანამონაწილეები ვართ“, - ამბობს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

ბაზისბანკის და პანექსის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზახაროვა - რუსეთი მზადაა, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები განიხილოს
სასტუმრო „პარაგრაფთან“ ​აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს
სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics