|
2024-04-20 13:52:13, 416 ნახვა
საზოგადოება
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორთა საბჭო ევროპული ბიზნეს ასოციაცია, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ბევრ რისკს შეიცავს, განსაკუთრებით კი უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს ქმნის. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "პატივცემულო სპიკერო, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) დირექტორთა საბჭოს სახელით ვეხმიანებით კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ამჟამად განიხილება. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს, არამედ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მათ. ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვაკუთხედი საქართველოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის. თუმცა, არსებული წინადადება (კანონპროექტი) პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაცულ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რაც აფერხებს საქართველოს წინსვლას ამ გადამწყვეტი მიზნისკენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს - ინვესტიციები კი განუყოფელი კომპონენტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. როგორც უმსხვილესი ევროპული ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, ჩვენ უკვე მივიღეთ არაერთი უარყოფითი გამოხმაურება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და უცხოელი ინვესტორებისგან. გამჭვირვალობის ხელშეწყობის ნაცვლად, კანონპროექტი აუარესებს ქვეყნის რეპუტაციას და უსამართლოდ გამოყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და უგულებელყოფს მმართველობისა და ფინანსური ანგარიშგების ჩარჩოებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობას. ჩვენი მთავარი შეშფოთების საგანია პოტენციურ ნეგატიურ შედეგები, რაც დაემუქრება სასიცოცხლოდ აუცილებელ უცხოური დახმარების ინიციატივებსა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს საქართველოში. როდესაც ყველა ამ ინიციატივას და ძალისხმევას ნათლავ „უცხო ძალის ინტერესებად“, ეს ძირს უთხრის მათ ლეგიტიმაციას და აყენებს მათ დახურვის საფრთხის წინაშე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს განვითარებას და დემოკრატიულ პროგრესს. არსებითი უარყოფითი შედეგების და მისი შეუსაბამობის გათვალისწინებით ევროკავშირის ღირებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებთან, გთხოვთ, სასწრაფოდ გადახედოთ და გაიტანოთ შემოთავაზებული კანონპროექტი. პატივისცემით, ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორთა საბჭო ევროპული ბიზნეს ასოციაცია", - წერია განცხადებაში.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)