|
2024-04-16 14:11:28, 462 ნახვა
ეკონომიკა
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციები ჩაერთვებიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და საქართველოში რეგისტრირებულ სხვა საავტომობილო სატვირთო გადამზიდავებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა ბათუმში გამართა, სადაც კიდევ ერთხელ იმსჯელეს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით. ლევან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდავების ასოციაციებში გაწევრიანების პირობებიც, რაც გააადვილებს და ცივილურ ფორმას მისცემს მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას. შეხვედრა მე - 3 ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას მცირე რაოდენობით გადმოეცემა, ნაყოფიერად წარიმართა, სადაც ვიმსჯელეთ სააგენტოსა და პროფესიულ ასოციაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე განვიხილეთ საკითხი შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციების ჩართულობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან გამყრელიძემ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ზოგადად სახმელეთო გადაზიდვის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და გამოთქვეს მზაობა შემდგომ ეტაპზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)