21:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 15:11:29, 278 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მუხიანში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მუხიანში, IV ბ მიკრორაიონში, ახალი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის 2 ჰა-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა მოქცეული. აქაურობა წლების განმავლობაში მიტოვებული და მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პროექტის შედეგად, ყველაფერი მოწესრიგდება - ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო ატრაქციონები, ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე,  სარწყავი და განათების სისტემები დამონტაჟდება.

საბოლოოდ, ძალიან კარგი პროექტია, რომელიც სექტემბერში დასრულდება. მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება ჩვენს დედაქალაქს. მსგავსი სივრცეების მოწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია და ასეთ სამუშაოებს მომავალშიც განვახორციელებთ“, - განაცხადა  კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.

სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება - ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics