19:20 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 10:47:57, 437 ნახვა

პოლიტიკა
„არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"არა რუსულ კანონს!” - ამ სახელწოდებით პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია იმართება. 

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეკრებილი არასამათავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეეები სხვადასხვა სფეროდან, აპროტესტებენ კანონპროექტს, რომლის განხილვაც ამ წუთებში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.

ადგილზე სამართლადამცველები არიან მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რუბიო: ამჟამად უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს
სოხუმმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გამო, აფხაზ ტანმოვარჯიშეებს თურქეთში ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics