|
2024-04-14 20:41:57, 546 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე აშშ-სა და EU-ს წევრი ქვეყნების ელჩებს კანონზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს
მთავრობა საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ავცრელებს, სადაც ის აშშ-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსულ კანონთან დაკავშირებით "საჯარო დისკუსიას" სთვაზობს. "ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ", - ამბობს კობახიძე. მისი თქმით, აფასებენ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული, თუმცა აქვე წერს, რომ უცხოელი დიპლომატები "განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფიქცია". "აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა. კობახიძე ამტკიცებს, რომ გასული დღეების განმავლობაში უცხოელი დიპომატებისგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე გაჟღერებული კრიტიკული განცხადებები ყოველგვარ არგუმენტსა და დასაბუთებას მოკლებული იყო. "მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რუბიო: ამჟამად უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს
სოხუმმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გამო, აფხაზ ტანმოვარჯიშეებს თურქეთში ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)