|
2024-04-13 14:54:36, 430 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ENPARD-ის პროექტის „სურსათის უვნებლობისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდაჭერა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო
ნინო თანდილაშვილი ENPARD - ის პროექტის „სურსათის უვნებლობისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდაჭერა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის პროგრამის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) ფარგლებში დაწყებული პროექტის „სურსათის უვნებლობისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდაჭერა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) შეხვედრის ორგანიზებისთვის და ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულების მუდმივი მხარდაჭერისთვის. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერებისკენ მიმართული არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა. ამჟამად მიმდინარე პროგრამა, რომელიც ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის განვითარებას ემსახურება, უმნიშვნელოვანესია ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი და დროული შესრულებისთვის. რეკომენდაციების შესასრულებლად, ჩვენ წინ კომპლექსური სამუშაო გვაქვს, შესაბამისად, ევროკავშირის მხარდაჭერის გაგრძელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. უწყების ცნობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის, მდგრადი სურსათის სისტემების პროგრამის ოფიცრის დენის რეისის განცხადებით, პროექტი კომპლექსურია, რომლის ეფექტიანი განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეკომენდაციების შესრულების პროცესში. "შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების, ასევე, ინსპექტირების რაოდენობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდის მნიშვნელობის საკითხს. აღინიშნა, რომ გაუმჯობესებულია სურსათის უსაფრთხოების სისტემები, რაც ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს გაზრდის. საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის, რაიმუნდ იელეს განცხადებით, მაქსიმალური კოორდინაციის შემთხვევაში, პროექტის შედეგები საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)