|
2024-04-13 14:34:44, 329 ნახვა
საზოგადოება
გენერალური პროკურორის მოადგილემ და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირებას, მათთან თანამშრომლობით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების,პროკურატურის პრიორიტეტების და საჭიროებების შესახებ. "სამუშაო შეხვედრას აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების (UNICEF, UNFPA, UNDP) და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გენერალური პროკურორის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ნათია მერებაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. პარტნიორი ორგანიზაციების წინაშე საინფორმაციო მოხსენებებით ასევე წარდგნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები. საუბარი შეეხო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიც არის კიბერდანაშაული, ნარკოტიკული დანაშაულები, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები, თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა. შეხვედრის ფარგლებში მოხდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე დონორი ორგანიზაციების პოზიციების წარმოდგენა. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პროკურატურას აქტიური ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები პერიოდულად გაიმართება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)