22:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 21:31:23, 854 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი - ამ დილით მივიღე გადაწყვეტილება, შევიწყალო ლაზარე გრიგორიადისი

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით 10 საათზე, არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს... ხელი ჯერ არ მომიწერია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მას გადაწყვეიტლებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, რადგან საჭირო პროცედურებია გასავლელი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.

„გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით, 10:00 საათზე. ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან არის პროცედურები, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე, თუმცა ვიდრე არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს გადავწყვეტდი. ახლა არის პროცედურები. არ ვიცი, რამდენი საათი თუ დღე უნდა ამას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

დღეს კი, ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics