|
2024-04-12 14:54:05, 407 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე სომხეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბენიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრეგაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთობას ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის მოქმედი მეგობრობის ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება თემატური შეხვედრები. "მინისტრის თქმით, მე-5 სამართლებრივი ფორუმი კიდევ უფრო წარმომადგენლობითია ორივე ქვეყნის მხრიდან და მას არაერთი სამართლის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფორუმების ტრადიცია არ კარგავს აქტუალობას და მეტიც – ორმხრივად შექმნილი პლატფორმა მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას სამართლის დარგის პროფესიონალებს შორის. ამას გარდა, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებობს სწრაფი, მოქნილი და წარმატებული სექტორული თანამშრომლობა. მიმდინარე კვირას იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, თბილისში უმასპინძლა სომხეთის უწყებათაშორის დელეგაციას და ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის დიალოგის თაობაზე გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ რუბენ რუბენიანს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით წარმატებები უსურვა. მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა, სომეხ კოლეგებს ყველა ის გამოცდილება და მიღწეული შედეგი გაუზიაროს, რაც ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველომ გაიარა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)