03:22 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 11:17:58, 507 ნახვა

სამართალი
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "ქურდული სამყაროს" წევრობასა და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ვრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასაბდნენ მათ ქმედებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პირებს აკისრებდნენ თანხის გადახდას.

პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარუდგინა, ხოლო შვიდ პირს 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა).

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით, ხოლო 2 პირს  8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულთაგან 2 პირს  4  წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 პირს  3 წლით და 6 თვით, ხოლო  3 პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics