|
2024-04-11 16:19:25, 363 ნახვა
საზოგადოება
ერევანი მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს
მეხუთე სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს. სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით გატარებული რეფორმებისა და მიღწევების თაობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრებმა ფორუმის პირველ სესიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა, ამასთან, ისაუბრა, ადვოკატთა და სამართლის პროფესიონალთა როლზე სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. დამატებით, ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ინოვაციურ სიახლეებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების დახვეწილ მიდგომებს, სამართლის დარგის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის ჩართულობას სამართალშემოქმედების პროცესში. სამართლებრივი ფორუმი საუკეთესო პლატფორმაა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების, საგამოძიებო ორგანოების, საადვოკატო სფეროს, საარბიტრაჟო ინსტიტუტების და სხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვისათვის. ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მედიატორთა ასოციაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)