|
2024-04-10 23:21:06, 438 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - სიახლე ძალაში რამდენიმე დღეში შევა, მანამდე კი არცერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის პრობლემა არ იქნება პროგრამული მედიკამენტების მიღება
უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმატიული აქტი ამოქმედდება და სიახლე ძალაში შევა. მანამდე კი არცერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის პრობლემა არ იქნება პროგრამული მედიკამენტების მიღება. თუ ვინმეს მსგავს საკითხთან დაკავშირებით ექნება კითხვა, მზად ვართ, სრული მომსახურება გავუწიოთ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პროგრამული ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პრეპარატები 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი და პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მკურნალობის სრული კურსი ლიმიტის გარეშე დაფინანსდება. მიხეილ სარჯველაძემ სახლის მიზნებზეც ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. „ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბევრი პაციენტისთვის ეს იყო ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი გარკვეულ დაფინანსების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ჰქონდა ალტერნატიული შესაძლებლობები, კონკრეტული ფორმით დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნები, ბევრი პაციენტისთვის ეს იყო შემაწუხებელი, მათ შორის – ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან მედიკამენტების ღირებულება გამოსულიყო. ხმამაღლა ვიტყვი, რომ, პრაქტიკულად, არცერთი პაციენტისთვის 25 000-ლარიანი ლიმიტის არსებობა, მკურნალობასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, დაბრკოლება არ გახდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა პროგრამული მედიკამენტების მარაგებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე არანაირი დეფიციტი არ არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად არასწორი, გაზვიადებული ინფორმაცია ვრცელდება. „იმ მედიკამენტებზე, რაც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული, არავითარი დეფიციტი არ არსებობს. სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, რომ დეფიციტი მომავალშიც არ შეიქმნას. უწყება ინფორმირებულია და მუშაობს იმ ნაკლოვანებებზე, რაც შესაძლოა, კომუნიკაციის თვალსაზრისით, ლოგისტიკის კუთხით არსებობდეს. ლოგისტიკაში ვგულისხმობ მარაგებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად გავრცელებასა და მიწოდებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)