|
2024-04-08 20:15:09, 476 ნახვა
საზოგადოება
ჩაერთე „საქართველოს ბანკისა“ და Mastercard-ის გათამაშებაში და მოიგე საგზური ჩემპიონთა ლიგის ფინალზე
„საქართველოს ბანკი“ Mastercard - თან თანამშრომლობით, მომხმარებლებს მორიგ წამახალისებელ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები, Mastercard-ის ნებისმიერი ბარათის გადახდისას გათამაშების ბილეთს მიიღებენ და გრანდიოზულ გათამაშებაში ჩაერთვებიან. გამარჯვებულები კი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისა და ფინალის საგზურს მიიღებენ. გათამაშება უკვე დაიწყო და 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მომხმარებელი „საქართველოს ბანკის“ Mastercard - ის ციფრული ან პლასტიკური ბარათის ფლობდეს. ამ ბარათით დახარჯულ ყოველ 5 ლარზე ის გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ SOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობებელები და ის მომხმარებლები, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ საგულშემატკივრო ბარათით გადაიხდიან, 2-ჯერ მეტ ბილეთს მიიღებენ. თუ კი ჯერ არ გაქვს საგულშემატკივრო ბარათი, შეგიძლია აიღო აქ. გათამაშების გამარჯვებულები ყოველკვირეულად, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდებიან. პირველი და მეორე კვირის გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურებით დასაჩუქრდებიან, ხოლო მესამე და მეოთხე კვირის გამარჯვებულები ფინალის საგზურებს მიიღებენ. გამოვლენილი გამარჯვებულების ნახვას მომხმარებლები „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე შეძლებენ, ხოლო დაგროვებული ბილეთების რაოდენობის ნახვა მობილბანკში არის შესაძლებელი. „საქართველოს ბანკი", როგორც მომხარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული ფინანსური ინტიტუტი, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს საინტერესო და წამახალისებელი აქციები შევთავაზოთ. მაისი - ივნისი ფეხბურთის ქომაგებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ჩემპიონთა ლიგა კულმინაციას უახლოვდება და სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ Mastercard - თან ერთად გადავწყვიტეთ, მომხმარებლებს წამახალისებელი გათამაშება შევთავაზოთ, რის ფარგლებშიც, გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალისა და ფინალურ მატჩებს დაესწრებიან. ნახევარფინალის შეხვედრები 30 აპრილს, 1-ელ, 7 და 8 მაისს, ხოლო გრანდიოზული ფინალი პირველ ივნისს გაიმართება და მას ლონდონის უემბლის სტადიონი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ 90 ათას გულშემატკივარზე გათვლილ ამ ცნობილ არენაზე ლიგის ფინალი უკვე მერვედ ტარდება და ეს რეკორდული მაჩვენებელია. „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს კი უნიკალური შანსი აქვთ, ჩაერთონ გათამაშებაში და მოხვდნენ სპორტის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)