|
2024-04-08 14:01:14, 292 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს და განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის 22 აპრილიდან დაიწყებს. „ახალი პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართვლოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების დაფინანსება/თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, არაერთი ღვინის ფესტივალი, გამოფენა, დეგუსტაცია და კონკურსი იმართება. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, მეღვინეობის დარგისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების შესავსები ფორმა განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, www.wine.gov.ge პროგრამის დაწყების დღეს", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში".
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)