|
2024-04-08 12:23:57, 424 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექსკოლის გაზაფხულის ნაკადმა სწავლა დაიწყო
ტექსკოლა "თიბისის" საგანმანათლებლო ინიციატივაა, სადაც გაზაფხულის სემესტრზე, მთელი საქართველოდან, 636 უფროსკლასელმა დაიწყო სწავლა. აქ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მთელი საქართველოდან დაეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და შეიძენენ უნარებს, რომლებიც მომავალ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ტექსკოლის მონაწილეები ისწავლიან. "თიბისიმ" ტექსკოლა გასულ წელს, ჯეოლაბთან პარტნიორობით დააარსა და მას უკვე, მთელი საქართველოდან, 1200-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. „მიმდინარე სემესტრში გავითვალისწინეთ მოსწავლეების სურვილი და ახლა, ტექსკოლაში ჩაბარება, უკვე მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით შეუძლიათ მოსწავლეებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნაკადის მონაწილეთა 15%-მა უკვე გაიარა ტექსკოლის კურსები და ამ სემესტრში ტექნოლოგიების სხვა მიმართულების კურსებს აქვე ეუფლებიან. "თიბისი", არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელებით, მომავალშიც გააგრძელებს ახალი თაობის აქტიურ მხარდაჭერას.“ - აცხადებს ალექსანდრე მაყაშვილი, "თიბისის" სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი. სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, "თიბისი" ყოველთვის ზრუნავდა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. 2023 წელს კი ახალი თაობის შთაგონება, მათი მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა "თიბისის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)