|
2024-04-08 11:37:47, 440 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარეს, სახელწოდებით „შრომის ინსპექტორი“. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინტერაქციულ შეხვედრაზე, ყველა იმ ძირითადი მიმართულების შესახებ ისაუბრეს, რაც უწყების მანდატში შედის, მათ შორის ტრეფიკინგის, შრომის ზოგადი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობის შესახებ. „სტუდენტებისთვის შრომის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ძალას. შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურად განაგრძოებს სხვადასხვა უნივერსიტეტში შეხევდრებს, რათა მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)