|
2024-04-04 19:43:01, 401 ნახვა
საზოგადოება
Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა
საპენსიო სააგენტომ ხუთი წლის საინვესტიციო შედეგები წარადგინა, რომელსაც მთავრობიდან და ფინანსური სექტორიდან 200-მდე დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა რამდენიმე პანელური დიკუსია, სადაც გალტ & თაგარტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ საპენსიო სააგენტოს ხუთი წლის საინვესტიციო შედეგების ღონისძიებაში და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად კაპიტალის ბაზრები და საინვესტიციო პერსპექტივები მიმოვიხილეთ. როგორც ღონისძიებაზე აღვნიშნე, ობლიგაციების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელი ამ კუთხით რეკორდული იყო და ბაზარზე 1.1 მლრდ ლარის ობლიგაციები განთავსდა, რაც გაოთხმაგებული შედეგია ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამის მიზეზი ის ხელსაყრელი პირობებია, რომელსაც ობლიგაციების ბაზარი სთავაზობს როგორც ემიტენტებს, ისე ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ გამოშვებული ობლიგაციების 30% ლარშია დენომინირებული და იმედი გვაქვს ეს წილი მზარდი იქნება მომდევნო წლებში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა. „დღევანდელ კონფერენციაზე მიმოვიხილე საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა სექტორის საინვესტიციო პერსპექტივები, მათ შორის განათლების, IT-ის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა დარგებში მიმდინარე ტენდენციები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ტრადიციულად დამოკიდებულია უცხოურ დანაზოგებზე. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება ადგილობრივი დანაზოგებით მოხდეს“, - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)