|
2024-04-04 17:43:39, 462 ნახვა
საზოგადოება
დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
თბილისის განვითარების ფონდი დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „დავიწყეთ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია. თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს აღნიშნულ პროექტზე. სამუშაოების პირველი ეტაპი ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ. ეს იყო მთლიანი კედლის რეაბილიტაცია, რომელიც იყო ავარიულ და მძიმე მდგომარეობაში. ასევე, გალავანს აზიანებდა წყალი. ეს ყველაფერი სრულად მოწესრიგდა და ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შემდგომი ეტაპი - უშუალოდ სასახლის რეაბილიტაცია. იცვლება აივნის საყრდენები, კოჭები. ეს აივანი ძალიან ღირებულია აღნიშნული სასახლისთვის. პარალელურად მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება. აგვისტოში ყველა სამუშაო დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დარეჯანის სასახლის აივნების რეაბილიტაცია, სახურავის შეცვლა და დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 405 000 ლარია. სამუშაოების ადგილზე გასაცნობად მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)