23:34 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 16:41:26, 431 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ და ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, არაეთიკურია

როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ, ვიზას უუქმებენ იმის გამო, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და შენ ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს არაეთიკურია შენს კოლეგასთან, იმ მოსამართლესთან, რომელთან ერთადაც გევალება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „დღეს მოსამართლეებმა უნდა დაინახონ  მათი დამოუკიდებლობის ძალა და  მოსამართლეები, რომლებიც  შიგნით პატარა კლანს ქმნიან, ამ დამოუკიდებლობის აღქმას უშლიან ხელს".

„როდესაც ხდება სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების პროცესში გარედან ჩარევა იმ მიზნით, რომ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ, ეს კარგია, მაგრამ როდესაც ხდება სასამართლოს წევრებისგან იმ ადამიანების გამორჩევა, ვინც რაღაც მიზეზის, ან პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო ხდებიან სასამართლოს შიგნით განხეთქილების შემტანები, უცხოური პოლიტიკის გატარების ერთგვარი ლობისტები, სწორედ ეს არის, რაც დღეს აზიანებს ქართული სასამართლოს, როგორც  დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას. როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ, ვიზას უუქმებენ იმის გამო, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და შენ ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს ელემენტარულად არაეთიკურია შენს კოლეგასთან, იმ მოსამართლესთან, რომელთან ერთადაც გევალება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცება.  დღეს სასამართლო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანოა. აღმასრულებელ ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება აღარ გააჩნია სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი რამე საქართველოში არასდროს ყოფილა. დღეს მოსამართლეებმა უნდა დაინახონ და ირწმუნონ მათი დამოუკიდებლობის ეს ძალა და ამ დროს, ასეთი მოსამართლეები, რომლებიც მართლაც პატარა კლანს ქმნიან შიგნით, ამ დამოუკიდებლობის აღქმას უშლიან ხელს მოსამართლეთა 300 კაციან კორპუსში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების" ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის დაფინანსებით რამდენიმე მოსამართლემ იტალიაში იმოგზაურა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics