01:14 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 12:31:18, 319 ნახვა

საზოგადოება
რაჭაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. 

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი მიმდინარე პროცესში ჩართვის მიზნით, შეხვედრები გაიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხონჭიორი, ნიკორწმინდა, ჭელიაღელე, ველევი, ხოტევი, ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გომი, ჯინჭვისი.

შეხვედრის მონაწილეებმა ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები განიხილეს.

ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა პროცესში ჩართული კომპეტენტური პირებისგან მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. 

„მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩავატარეთ რაჭის მოსახლეობასთან. კონსტრუქციული საუბარი შედგა, სადაც განვიხილეთ ახლადდაარსებული რაჭის ეროვნული პარკის განვითარების გეგმები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები; ადგილობრივ თემთან ერთად ვიმსჯელეთ დაცული ტერიტორიის დაარსების შედეგად მოსახლეობის სარგებლის მიღების შესაძლებლობებზე", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა. 

რაჭაში შეხვედრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

შეხვედრებში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ქსელის და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის Gopa colsulting წარმომადგენლებმა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ყველა თემის და სოფლის დაინტერესებულ წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული იქნება საჯარო განხილვებში. შეხვედრებზე მოსახლეობა დეტალურად გაეცნობა რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნით და გაფართოებით რეგიონში გარემოს დაცვის საკითხებს, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების შესაძლებლობებს. შეხვედრებისა და განხილვებისას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება სამუშაო პროცესებსა და აქტივობებში.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics