|
2024-04-04 11:24:46, 459 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენებთან დაკავშირებით ტენდერს აცხადებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა, ჯამში 12 მიმართულებაზე, მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება. თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენები დაინტერესებულმა კომპანიამ საშუალო ზომის (მინიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი) საჰაერო ხომალდით უნდა შეასრულოს. შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს $ 3,049,973 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში. შესყიდვის ვადა 2 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, ორივე მიმართულებით ჯამში, საორიენტაციოდ 26,560 ადგილს უნდა შეადგენდეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თბილისის, მესტიის, თელავის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მფლობელობაში არსებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა ახალი ტენდერი შიდა ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც სუბსიდირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ტენდერი მიზნად ისახავს ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირებას. მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის აეროპორტს, ისიც ჩართული იქნება შიდა ფრენების მიმართულებით და დავაკავშირებთ თელავის აეროპორტს ყველა დანარჩენ აეროპორტთან. პროექტის მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა, რაც ხელსშეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო საინტერესო გახდება მოგზაურებისთვის საქართველოში სტუმრობა,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირია:
შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს $5,601,140 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში. შესყიდვის ვადა 1 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, რეისზე (იგულისხმება ორივე მიმართულება) ჯამში, საორიენტაციოდ 47,760 ადგილი უნდა იყოს. მეტი დეტალისთვის იხილეთ: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=569808&lang=ge https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=570180&lang=ge ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)