01:14 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 11:19:38, 336 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის შექმნილი Code IT-ის პროექტი გრძელდება

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახალგაზრდებისთვის პროექტს „Code IT” ახორციელებს.

წელს Code It-ის პროგრამაში მონაწილეობა 150-მა ახალგაზრდამ მიიღო. ტრენინგები კი საქართველოს მასშტაბით არსებულ ტექნოპარკებში იმართებოდა, მათ შორის: ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, პანკისსა და თბილისში.

ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები ესწრებოდნენ Web Design-ისა და Web Development-ის მიმართულებით გამართულ ტრენინგებს, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ, შეეძინათ საბაზისო ცოდნა და გამოცდილება კოდინგის სფეროში.

„საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და მომავლის პროფესიებით დაინტერესებას. Code IT-ის პროექტი ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, დაეუფლონ კოდინგის საფუძვლებს, შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ მომავალში, განვითარდნენ აღნიშნული მიმართულებით და ჩამოყალიბდნენ სფეროს პროფესიონალებად. ჩვენ კი არ ვჩერდებით და  აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევქმნათ განათლების შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, სატრენინგო მოდული Web პროგრამირების სამ მიმართულებას აერთიანებს: HTML & Css; JavaScript & Responsive Page; React. ლექციები ონლაინ იმართება, მოსწავლეები კი შეხვედრებს ტექნოპარკებიდან ესწრებიან. ყოველი სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები იღებენ დავალებებს, რომელსაც ჯგუფურად, ე.წ. Peer-to-Peer სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით ასრულებენ. პროგრამის მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოებით, თეორიულ ცოდნას იღრმავებენ. კურსის დასასრულს კი საბოლოო პროექტებს წარადგენენ, სადაც  მათ მიერ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფასდება. შემაჯამებელი პროექტები ბაზარზე არსებულ კომპანიებს ეგზავნებათ, რაც ინტერესის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics