02:46 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 14:35:22, 518 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ზედაპირზე გამოვლენილი უსწორმასწორობის შესაბამისად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის რეაბილიტაციის პროექტი განახლდა

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ ჭერის პროექტი განახლდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად რეაბილიტირდება და განახლდება აღნიშნული სადგურის ზედა ვესტიბიული, საესკალატორო გვირაბი, ქვედა ბაქნის ინტერიერი და შიდა ინფრასტრუქტურა.

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ქვედა ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტის ფილების დემონტაჟი, რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ განახლდა ჭერის პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია ჭერის მასალების დამამზადებელ კომპანიასთან ერთად ამუშავებს საინჟინრო-სამონტაჟო დეტალებს, რათა დამზადდეს ჭერის მასალები.

„ჭერის პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ გარკვეულწილად შეაფერხა სამუშაოების პროცესი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics