12:03 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 13:00:01, 400 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც თავად ევროკავშირი განიხილავს

ტყუილია ის, რომ ეს არის „რუსული კანონი“. ვინ იტყვის ტყუილს, არ აქვს მნიშვნელობა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეჰყვება ტყუილ ნარატივს. ჩვენ ქართველ ხალხს ჩვენი პასუხისმგებლობიდან, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხიდან, ეროვნული თავმოყვარეობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვუთხრათ, ვინც არ უნდა იყოს, წმინდანების დონეზე არავინ არ უნდა ავიყვანოთ, ეს ადამიანი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „წარმოუდგენელია, რომ „რუსული კანონი“ დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც თავად ევროკავშირი განიხილავს".

„რატომ შეიძლება ჩაეკეტოს ევროპისკენ გზა ქვეყანას თუ ის მიიღებს ანალოგიურ კანონს, რაც არის მიღებული აშშ-ში, ისრაელში ავსტრალიაში და რომელსაც განიხილავს ევროკავშირი.

წარმოუდგენელია, რომ „რუსული კანონი" დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. ანუ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ თუ მეგობარი ქვეყნის, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ტყუილს ეტყვის, იმის ძალა გაგვაჩნია, საბედნიეროდ უკვე, რომ ვუთხრათ - ეს არის ტყუილი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მიაწოდებს საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას, ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ არასწორ ინფორმაციას დავარქვათ არასწორი ინფორმაცია. ასე უბრალოდ „რუსული კანონია“ და დამთავრდა, ასე არ გამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს დეკლარირების ვალდებულებას და ამაში რა არის რუსული არგუმენტი, მეორე წინადადების სახით, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მოაყოლოს“,- თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,8 მილიონზე მეტი უცხოელი შემოვიდა
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics