|
2024-04-03 12:43:43, 484 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ლიზინგის“ ახალი პროდუქტი - მარტივად ჩაანაცვლე ძველი ავტომობილი - ახლით
"თიბისი ლიზინგმა" მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, მეორადი ავტომობილების ჩანაცვლება, ე.წ „თრეიდ-ინი“ ჩაუშვა. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც ერთის მხრივ, საკუთარი ძველი ავტომობილის გაყიდვა, მეორეს მხრივ კი, ახლის შეძენა სურთ. მუშაობის მექანიზმი შემდეგია: სალიზინგო კომპანია თავიდან აგარიდებთ ავტომობილის გაყიდვის რუტინულ პროცესს, თავად შეისყიდის თქვენს არსებულ აქტივს, მის ღირებულებას თანამონაწილეობად ასახავს და ახალი მოდელის ლიზინგისთვის გასცემს დაფინანსებას. ახალმა მოდელმა არ დაგაბნიოთ, თქვენ მიერ შერჩეული ავტომობილი შესაძლოა როგორც ცენტრიდან, ასევე მეორადი ან იმპორტით ჩამოსაყვანი იყოს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს პრაქტიკა ათწლეულია წარმატებით მოქმედებს დასავლეთის ქვეყნებში, საქართველოში კი, სერვისის ძირითადი მიმწოდებლები ახალი ავტომობილების ცენტრები იყვნენ. „სწორედ მომხმარებელმა გვიკარნახა საჭიროება, შეგვექმნა უფრო მოქნილი, მარტივი და საინტერესო პროდუქტი ე.წ „თრეიდ-ინ“-ის სახით“, - აცხადებს ზურაბ გუგუშვილი, "თიბისი ლიზინგის" კომერციული დირექტორი. პროდუქტით სარგებლობისთვის ჩასაბარებელი ავტომობილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს, ასევე, აღსანიშნავია, რომ შეთავაზებით არა 1 არამედ 2 ავტომობილზეც შეგიძლიათ ისარგებლოთ. „პროცედურა სულ რამდენიმე საათს და მინიმალური რაოდენობის საბუთს მოითხოვს. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელ პირობას მართვის მოწმობის ქონა წარმოადგენს“. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ქართველი მომხმარებლის ინტერესი მზარდია, რის გამოც 2024 წელს მეორადი ავტომობილების მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროდუქტს შესთავაზებენ. „გვსურს, რომ ჩვენი მისია ცხოვრების გამარტივებისთვის იყოს დაპირება, რომელსაც ვემსახურებით. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მეტ საინტერესო პროდუქტს შევთავაზებთ საზოგადოებას.“
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)