2024-04-01 15:37:25, 434 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი აქტივების მართვის“ და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე
დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, როგორც "თიბისი აქტივების მართვის", ასევე საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდია, რომლის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე. ფონდის შესახებ, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოში აქტივების მართვის პერსპექტივებთან დაკავშირებული პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს. ფონდმა 2022 წელს დაიწყო საქმიანობა, საქართველოს საინვესტიციო ფონდების შესახებ 2020 წელს ამოქმედებული კანონის შესაბამისად. "თიბისი აქტივების მართვისა" და დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. ფონდის სტრატეგია მსხვილი კორპორატიული კლიენტების უზრუნველყოფილ, სხვადასხვა სექტორსა და დივერსიფიცირებულ სასესხო პორტფელში ინვესტირებაა. ფონდი მოგებას წელიწადში 2-ჯერ ანაწილებს ინვესტორებზე. 2023 წლის ბოლოს, ინვესტორების მომგებიანობამ, წლიური 10.41% შეადგინა დოლარში. მსოფლიოში მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, საკრედიტო ფონდში ინვესტირება განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. შესაბამისად, ფონდის შეთავაზება დროული ნაბიჯი იყო "თიბისი აქტივების მართვის" მხრიდან, მასში ინვესტირება კი - ინოვაციური და ახალი შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე ინვესტორებისთვის. 2023 წელს ფონდისგან მიღებულმა მომგებიანობამ, "თიბისი აქტივების მართვის" სწორმა კორპორატიულმა მმართველობამ და დროულმა და გამჭვირვალე ანგარიშგებამ, ფონდის მიმართ, ინვესტორების ნდობა და მზარდი ინტერესი განაპირობა. "თიბისი აქტივების მართვა" მომავალში, დამატებით, სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების შექმნასაც გეგმავს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ინვესტორების საჭიროებაზე იქნება მორგებული და რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ავტორი: R (რეკლამა), ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
კონგრესმენი კევინ ჰერნი - თავისუფლება მზია ამაღლობელს
პაპუაშვილი - ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშიზელენსკის მონაცემებით, რუსეთთან ომში დაღუპულია 45 100 უკრაინელი მებრძოლი
რუსეთმა იზიუმზე ბალისტიკური იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|